ინტელის პროექტი

სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
თინათინ ხუციშვილი
რაიონი
ამბროლაური
სკოლა
ლიხეთის საჯარო სკოლა
ქალაქი

თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
,,კარგ ქართველთა ხსოვნისათვის“
თემის შინაარსი
მოსწავლეები გაიაზრებენ, გაეცნობიან წმინდანის ექვთიმე თაყაიშვილის, გაბრიელ ეპისკოპოსის და ილია ჭავჭავაძის მოწამეობრივ საქმიანობას, მათ ცხოვრებას. მოიძიებენ საჭირო მასალას, შეძლებენ მოძიებული სამეცნიერო ლიტერატურის დაკავშირებას კინომოთხრობასთან, მოცემულ ფაქტებთან. შეაფასებენ მათ ღვაწლს და დამსახურებას ქართველი ერის წინაშე. გაიაზრებენ და ახსნიან , რატომ შერაცხეს ისინი წმინდანებად., კარგ ქართველებად.
მოსწავლეები მუშაობენ დამოუკიდებლად, ეძიებენ ინფორმაციას, ქმნიან ბუკლეტებს, გააკეთებენ სლაიდშოუებს, ბლოგებს. მოეწყობა ექსკურსია, ნახავენ ილიას სახლ-მუზეუმს, გადაიღებენ ფოტოებს. აკეთებენ პრეზენტაციას.
საგანი
ქართული ლიტერატურა
დონე/კლასი  
IX კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
2-3 კვირა. პროექტის დასრულების დრო დამოკიდებულია მოსწავლეთა აქტიურობაზე, მუშაობაზე.
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
·         ჯგუფთან ერთად განსაზღვრავს თემას და პრობლემას, რომლის გადაჭრასაც ითვალისწინებს სასწავლო პროექტი;
·         მკაფიოდ და ნათლად აყალიბებს პროექტის მიზანს;
·         არჩევს მასალას პროექტის საპრეზენტაციოდ (ციტატები, მოსაზრებები, არგუმენტები, კვლევის შედეგები, ფაქტები, სტატისტიკური მონაცემები და სხვ.);
·         არჩევს და იყენებს პროექტის საპრეზენტაციოდ სხვადასხვა ვიზუალურ საშუალებას (პლაკატებს, სქემებს, დიაგრამებს,  და ა. შ.), რითაც უადვილებს პროექტის აღქმას აუდიტორიას;
·         შესავალში აყალიბებს წინასწარი კვლევის შედეგებს, პროექტის ძირითად მიმართულებებს და განსაზღვრავს ფორმატს;
·         პროექტის ძირითად ნაწილში წარმოადგენს დასმული პრობლემის გადაწყვეტის გზებსა და საშუალებებს;

მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
·         მსჯელობს, რამდენად აქტუალურია სასწავლო პროექტში წარმოდგენილი პრობლემა;
·         შეაფასებს, რამდენად გასაგებად, ნათლად და მკაფიოდ იყო წარმოდგენილი მიზანი, პრობლემა, საკვლევი თემა;
·         შეაფასებს პროექტის მიზნისა და მისი განხორციელების გზების / საშუალებების ადეკვატურობას;
·         მსჯელობს იმის შესახებ, რამდენად გასაგები იყო აუდიტორიისათვის წარმოდგენილი პროექტი (ენის, ლექსიკის, ტერმინოლოგიის და ა.შ. თვალსაზრისით);
·         შეაფასებს პროექტის წარმომდგენის პრეზენტაბელურობას (შეძლო თუ ვერა აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა, როგორი იყო მისი ჟესტიკულაცია, მანერები, ჰქონდა თუ არა მხედველობითი კონტაქტი აუდიტორიასთან, რამდენად კეთილგანწყობილი იყო აუდიტორიის მიმართ და ა.შ.);
·         შეაფასებს პროექტის პრეზენტაციისას გამოყენებული ვიზუალური მასალის ეფექტურობას.

·         წარმოადგენს პროექტს მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრუქტურით: შესავალი ნაწილი, წინასწარი კვლევის შედეგები, პრობლემის არსი, მიზნები და ამოცანები, განხორციელების გზები, მოსალოდნელი შედეგები, შეფასების კრიტერიუმები;
·         მარტივად, გასაგებად აყალიბებს სათქმელს (თავს არიდებს რთული კონსტრუქციის წინადადებებს; იყენებს მარტივი წყობის ნომინალურ წინადადებებს სქემატური აღწერისათვის, მოსალოდნელი შედეგების მკაფიოდ წარმოსადგენად);


მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა : როგორი უნდა იყო , რა უნდა გააკეთო, რომ კარგი  ქართველი  გიწოდონ?

თემატური კითხვები.თემატური:  რა იცით საქართველოს მეჭურჭლუთუხუცესის შესახებ?
ვინ არიან თქვენთვის კარგი ქართველები?
შინაარსობრივი კითხვები ვინ იყო გაბრიელ ეპისკოპოსი? ექვთიმე თაყაიშვილი? ილია ჭავჭავაძე? რატომ შერაცხეს ისინი წმინდანებად?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










შეკითხვების დასმა
ვიცი/მინდა ვიცოდე სქემა



თვითშეფასება წერილობითი ფორმით

დღიურები
შეკითხვების დასმა
თვითშეფასების ფორმა
მასწავლებლისა დამოსწავლის განხილვებიპროექტის რუბრიკის მიხედვით.
თანატოლთა შორის განხილვა
უკვდავი გმირების ცხოვრების ფაქტების განხილვა.
პროექტის რუბრიკა
შესწავლილი თემატიკის ანალიზი
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
ინსტრუქციები წერითი სამუშაოსთვის, პრაქტიკული მუშაობის ჩანაწერები, ჩამონათვალები, გამოკითხვები და რუბრიკები  მოსწავლეების მიერ შექმნილი პროდუქტების აღწერა, პრეზენტაციები, ეტაპობრივ იშეფასებები,
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
კლავიატურაზე მუშაობა
Word-ში მუშაობა
ფაილების შექმნა, ინტერნეტით სარგებლობის საბაზისო უნარ ჩვევები
ელექტრონული წყაროს მითითება.
კვლევის საბაზისო უნარ-ჩვევები
სასწავლო პროცედურები
   შევკრებ კლასს,გავმართავ დისკუსიას, იმის შესახებ თუ რას ნიშნავს იყო კარგი ქართველი,  დაუსვამ ზოგად კითხვებს რა არის თითოეული ქართველის მოვალეობა..მივცემ დავალებას დაწერონ ესე ,,ჩვენი ერის კვდავი გმირები“.
    მეორე დღეს წარმოადსგენენ შესრულებულ დავალებებს,შევაფასებ კომენტარებით. ვიმსჯელებთ კლასში. შემდეგ შევავსებინებ ბავშვებს სქემებს, რა იციან კარგი ქართველების შესახებ.. ..გავაცნობ მოსწავლეებს პროექტის გეგმას. მათ დაევალებათ დამოუკიდებლად მოიძიონ ინტერნეტში, სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებიდან კარგი ქართველების შესახებ ინფორმაცია, მათი ცხოვრება და მოღვაწეობა, რატომ იწოდენ ისინი კარგ ქართველებად რა დამსახურება აქვთ მათ ქართველი ერის წინაშე.
    ორი დღის შემდეგ მოსწავლეები წარმოადგენენ თავის ნამუშევარს.მოსწავლეებს გავაცნობ კიტხვის ასპექტის დავალებების დღიურს, სადაც გამოყოფილია ადგილი კითხვითი დავალებების პასუხებისათვის.
    მეხუტე დღეს მოსწავლეები მუშაობენ მოიპოვონ , გაეცნონ და გაიაზრონ როგორ აისახა კარგი ქართველების ცხოვრების დეტალები ლიტერატურულ ნაწარმოებებში, შეადარებენ რეალურ ფაქტებსა და ნაწარმოებში მოცემულ მასალას ერთმანეთს.გაუზიარებენ ერთმანეთს მოპოვებულ მასალას, იმსჯელებენ იმაზე, უწოდეს თუ არა დამსახურებულად მათ ქართველმა ერმა წმინდანები, ერის უკვდავი შვილები..მოსწავლეები გააკეთებენ კარგი ქართველების ბლოგებს. კვირაში ერთხელ შევაგროვებ დღიურებს და შევაფასებ.
     შემდეგ დღეს მოიძიებენ ილიას. ევთიმე თაყაიშვილისა და გაბრიელ ეპისკოპოსის ფოტოებს, გადმოიწერენ და გააკეთებენ სლაიდშოუებს..ასევე მოიძიებენ ინფორმაციას იმ ეპოქის შესახებ, რომელშიც მოუწიათ მათ ცხოვრება ..
    განვიხილავ საბოლოო პროექტს, გავეცნობი წარმომდგენილ მასალებს, ბავშვები ჩამოთვლიან დადებით თვისებებს, რომელიც მისაბაძია და უნდა გადმოვიტანოთ თითოეულმა ქართველმა თანამედროვე ცხოვრებაში.მოსწავლეები შექმნიან პროდუქტს, რომელიც მათ მოსაზრებებს გაამყარებს, დაადასტურებს, მაგალითად ბროშურა, საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებიც დაურიგდებათ სხვა მოსწავლეებს და მოსახლეობას, რათა უკეთ გაეცნონ და გაიაზრონ, რომ ჩვენ ერს უამრავი საამაყო შვილი ჰყავდა, რომლებმაც თავისი კეთილი საქმით სახელი გაითქვეს არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. რომ მათი დავიწყება არ შეიძლება.
     ბოლოს მოვიწვევ ადმინისტრაციის თანამშრომლებს და მშობლებს, სადაც ბავშვები წარმოადგენენ თავის ნამუშევრებს, პრეზენტაციებს.პროექტის წარდგენის შემდეგ დაიგეგმება ექსკურსია ილას სახლ-მუზეუმში.
   






დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
დავურიგებ შესავსებ სამუშაო ფურცლებს.. ფოტოსურათებს , ვთხოვ დამიწერონ რა იციან მათ შესახებ.

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

გამოვიყენებ სხვადასხა სამუშაო ფურცლებს, შაბლონებს. ფოტოსურათებს, დაახასიათებენ პერსონაჟებს

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
ნიჭიერ მოსწავლეებს დავავალებ რთულად შესასრულებელ სამუშაოებს, მოამზადებენ პრეზენტაციას, ექსკურსიის დროს შეასრულებენ გიდის მოვალეობას.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
შეგიძლიათ იხილოთ  ბიბლიოგრაფიის ჩანართში
ინვენტარი/მასალები
ძირითადი მასალები, რომლებიც თემის ჩასატარებლად შეუკვეთეთ ან შეაგროვეთ და რომლებიც კურსის კონკრეტულ საკითხებს უკავშირდება. საჭირო არაა ყოველდღიური მასალების შეტანა, რომლებიც ისედაც ხელმისაწვდომია კლასში.
ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები
საველე ვიზიტები, ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.



No comments:

Post a Comment